ახალი ამბები

ვემზადებით, რომ სექტებმერშიც მოგვიწევს კოვიდთან ცხოვრება – ტიკარაძე სწავლაზე

1 ივნისი, 2020 • 974
ვემზადებით, რომ სექტებმერშიც მოგვიწევს კოვიდთან ცხოვრება – ტიკარაძე სწავლაზე

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თქმით, ჯერჯერობით განათლებისა და ჯანდაცვის სამინისტროები სექტემბერშიც არ გეგმავენ სწავლის გადატანას.

თუმცა, თუ ამის საჭიროება დადგა, ამისთვის მზადება უკვე მიმდინარეობს.

„დღევანდელი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, ჩვენ არ ვთვლით, რომ სასწავლო პროცესმა შეიძლება გადაიწიოს, თუმცა, როგორც სხვა ქვეყნები, ვემზადებით იმისთვის, რომ ჩვენ, როგორც ახლა, ასევე სექტემბერში, მოგვიწევს კოვიდთან თანაცხოვრება და ჩვენი შვილებიც უნდა მოვამზადოთ ამ პროცესისთვის, რათა მათ შეძლონ შეუფერხებლად განაგრძონ სწავლა“, – ამბობს ტიკარაძე.

რაც შეეხება ეროვნულ გამოცდებს, ტიკარაძე ამბობს, რომ განათლების სამინისტროსთან ჯანდაცვის სამინისტრო ინტენსიურად მუშაობს – „ისინი ითვალისწინებენ ჩვენს რეკომენდაციებს და ჩვენ ვთვლით, რომ გამოცდები ჩატარდება სრულიად უსაფრთხოდ, ყველა იმ აბიტურიენტისთვის, რომელიც მონაწილეობას აპირებს“.


წელს საქართველოში  ეროვნული გამოცდები ჩვეულებისამებრ ივლისის შუა რიცხვებიდან დაიწყება.

ამასთანავე, პრემიერის, გიორგი გახარიას თქმით, მე-12 კლასელები სწავლას 20 მაისს მორჩებიან, პირველკლასელები – 27 მაისს, ხოლო დანარჩენი მოსწავლეები- 15 ივნისს.

წაიკითხეთ ასევე:

ეროვნული გამოცდების 2 ალტერნატივა | შალვა ტაბატაძე

მასალების გადაბეჭდვის წესი