რუსთავში ავტოავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა

რუსთავში ავტოავარიის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს.

სამინისტროს ცნობით, აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

“ნეტგაზეთის” ინფორმაციით, ერთმანეთს მსუბუქი ავტომანქანა და ტრაქტორი შეეჯახნენ, გარდაცვლილია მსუბუქი ავტომანქანის მძღოლი.