დღეიდან მაღაზიები, მოლები და ღია კაფეები იხსნება

დღეს, პირველი ივნისიდან, ყველა სახის ღია მაღაზია, მათ შორის – მოლები, ღია და დახურული სახის ბაზრობები, ასევე ღია სივრცის მქონე რესტორნები იხსნება. შემდეგი ორშაბათიდან, 8 ივნისიდან ქვეყანაში იხსნება ყველა სახის მომსახურება რესტორნებში, ასევე აღდგება საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობა.

პარლამენტის მიერ “საზოგადოებრივი ჯანდაცვის” შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებებით, მთავრობას საგანგებო მდგომარეობის გარეშე შეზღუდვების შენარჩუნება 15 ივლისამდე შეუძლია.