თურქეთში სამრეცხაოში აფეთქებას საქართველოს მოქალაქე ემსხვერპლა

სტამბოლში, ტანსაცმლის სამრეცხაო საწარმოში აფეთქებას საქართველოს მოქალაქე ემსხვერპლა.

თურქული მედიის ინფორმაციით, ქარხანაში საქვაბე აფეთქდა, რის შედეგადაც ორი თანამშრომელი დაიღუპა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში “ნეტგაზეთს” უთხრეს, რომ ერთ-ერთი დაღუპული კაცი საქართველოს მოქალაქეა.

“ცხედარს უტარდება ექსპერტიზა. საკონსულო კონტაქტზეა ოჯახის ახლობლებთან”, – აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.