ორმეტრიანი დისტანცია, სანიტარული შესვენება და სხვა რეკომენდაციები ოფისებისთვის – COVID-19

კორონავირუსის გავრცელების პრევენციასთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტრო სხვადასხვა სფეროს დამსაქმებელთა და დასაქმებულებისთვის რეკომენდაციების ნუსხას ავრცელებს.

საქართველოში საზოგადოებირივი ტრანსპორტი 29 მაისს ამოქმედდა, რაც ნიშნავს, რომ სამუშაო ადგილამდე შეუფერხებლად სულ უფრო მეტი ადამიანი შეძლებს მისვლას. ამის პარალელურად, ჯანდაცვის სამინისტრო ამბობს, რომ ყველა საოფისე სივრცეში შესაბამისი უსაფრთხოების ზომები უნდა შენარჩუნდეს.

ამ რეკომენდაციებს შორის არის ორმეტრიანი დისტანცია საოფისე ავეჯებს შორის, დასაქმებულთა ტემპერატურის გაზომვა, ხშირად შეხებადი ზედაპირების 2 საათში ერთხელ დასუფთავება, ე.წ. სანიტარული შესვენების დაწესება და სხვა.

ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციის თანახმად, დამსაქმებლის ვალდებულებებში შედის:

რაც შეეხება დასაქმებულთა ვალდებულებებს, ნუსხა შემდეგია:

ხელის ჰიგიენის რეგულარულად და საფუძვლიანად შესრულება წარმოადგენს უმეტესი ვირუსისგან თავის დაცვის საუკეთესო საშუალებას, შესაბამისად, აუცილებელია სამუშაო ადგილზე განახორციელოთ შემდეგი ღონისძიებები:

  • თქვენს სამუშაო ადგილზე დაიცავით ჰიგიენის წესები;
  • სამუშაო პროცესი განახორციელეთ საგანგებო სიტუაციებში სამოქმედო გეგმის შესაბამისად;
  • საფუძვლიანად დაიბანეთ ხელები წყლითა და საპნით, ხოლო დაბანის შემდგომ კარგად გაიმშრალეთ. იმ შემთხევაში, თუ ობიექტზე ხელის დაბანა შეუძლებელია, გამოიყენეთ სპირტის შემცველი ან/და ანალოგიური თვისებების მქონე ხელის საწმენდი სადეზინფექციო საშუალებები;
  •  მისალმებისას არ ჩამოართვათ ხელი ერთმანეთს;
  • მოერიდეთ სხვა დასაქმებულებთან/მესამე პირებთან შეხებას;
  • მოერიდეთ თავშეყრას (რეკომენდირებულია ერთ სამუშაო პლატფორმაზე არაუმეტეს 10 ადამიანის მუშაობა უსაფრთხო დისტანციის დაცვით – არანაკლებ 2მ);
  •  დაიცავით უსაფრთხო დისტანცია (არანაკლებ 2 მ).