თურქეთი პირველი ივნისიდან შეზღუდვებს ამსუბუქებს 

პირველი ივნისიდან თურქეთი ამსუბუქებს კორონავირუსის გამო დაწესებულ შეზღუდვებს – აღდგება საქალაქთაშორისო მოძრაობა, იხსნება კაფეები, რესტორნები, პარკები, სპორტული დარბაზები. 

ამის შესახებ, როიტერსის ცნობით, თურქეთის პრეზიდენტმა ერდოღანმა 28 მაისს განაცხადა. 

თურქეთში ასევე გაიხსნება მუზეუმები და პლაჟები მოქალაქეებისთვის. 

თავისუფლად გადაადგილებაზე შეზღუდვები 65 წელს ზემოთ და 18 წლამდე პირებისთვის კვლავ რჩება ძალაში. 

კოვიდ 19 -ით თურქეთში დაახლოებით 4500 ადამიანი გარდაიცვალა, ინფიცირებულია 160 ათასზე მეტი.