ახალი ამბები

29 მაისს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის დანიშვნა იგეგმება

28 მაისი, 2020 • 1283
29 მაისს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის დანიშვნა იგეგმება

29 მაისს, 12:00 საათზე, საქართველოს უზენაეს სასამართლოში პლენუმის სხდომა გაიმართება. დღის წესრიგით გათვალისწინებულია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის დანიშვნა.

საკონსტიტუციო სასამართლოში ვაკანსია 15 ივნისიდან გაჩნდება. ამ დღეს საკონსტიტუციო სასამართლოს მოქმედ თავმჯდომარეს უფლებამოსილების ვადა  იწურება.

საქართველოს იურისტთა ასოციაცია უზენაესი სასამართლოს თამჯდომარესა და პლენუმს მოუწოდებს, რომ 29 მაისს არ დანიშნოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე და ეს სხდომა მხოლოდ კანდიდატის წარსადგენად გამოიყენოს.

საია-ს აზრით, ეს ნაბიჯი აამაღლებს სასამართლოს გამჭვირვალობის სტანდარტს, საზოგადოებას შესაძლებლობას მისცემს გამოხატოს საკუთარი პოზიცია კანდიდატურის შესახებ, პლენუმს კი დაეხმარება მიიღოს ინფორმირებული გადაწყვეტილება.

“უახლოეს წარსულში საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე პლენუმმა თანამდებობაზე სრულიად გაუმჭვირვალე პროცედურებით დანიშნა. წინასწარ თავად პლენუმის წევრებმაც კი არ იცოდნენ კანდიდატის ვინაობის შესახებ. ამ ნაბიჯმა დასანანი ზიანი მიაყენა საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართ სანდოობას”, – აცხადებს საია.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი