ბიზნეს განათლების მიღების უნიკალური შესაძლებლობა ,,პროგრესში”

ამერიკული უმაღლესი საერთაშორისო სკოლა ,,პროგრესი” სწავლების ინოვაციური მეთოდების დანერგვას ლიდერის ამპლუაში არასდროს წყვეტს და ამ მხრივ, მის ანგარიშზე არაერთი საინტერესო, ექსკლუზიური საგანიც ირიცხება.

ბიზნეს განათლება ის მიმართულებაა, რომელიც სკოლის დამფუძნებელმა, ნინო ჩიკვაშვილმა არაფორმალური განათლების ერთ-ერთ მთავარ სამიზნედ აირჩია და ფაქტის კვალდაკვალ, პროგრესის ბაზაზე, ახალგაზრდა პედაგოგმა მარიამ ბოლქვაძემ საავტორო პროგრამითა და წიგნებით მოსწავლეებს უნიკალური შინაარსის მქონე საგნის შესწავლის საშუალება მისცა.

რას გულისხმობს ბიზნეს განათლება, რომელიც პირველი კლასიდანვე პროგრესის მოსწავლეთა ცხრილში ჩასმული და მე-12 კლასის ჩათვლით, თანაბრად აქტუალურია, რა წარმოადგენს იმ მთავარ ღირებულებებს, რომელთაც სკოლა სხვა საგნების მსგავსად, ბიზნეს განათლების მოდელსაც უწესებს – საინტერესო ასპექტებზე თავად მარიამ ბოლქვაძე საუბრობს.

ბიზნეს განათლება ,,პროგრესში” ჩემი საავტორო პროგრამაა, რომლის ფარგლებშიც მოსწავლეები პირველიდან – მე-12 კლასის ჩათვლით საავტორო წიგნებითა და აურაცხელი საინტერესო მასალით სწავლებას გადიან. ქართული და ინგლისური სექტორის უკლებლივ ყველა მოსწავლის საგაკვეთილო ცხრილში, ბიზნეს-სწავლების ინგლისურენოვანი პროგრამაა ჩანიშნული.

პირველიდან-მე-8 კლასის ჩათვლით ბავშვები ბიზნეს უნარებს ეუფლებიან, მე-9-მე-12 კლასელები კი საგანს სახელწოდებით ,,ლიდერობა და გუნდის მართვა” გადიან.

პროგრამაზე მუშაობისას რასაკვირველია, ასაკობრივ ნიუანსებს ვითვალისწინებდი, ვგეგმავდი აქტივობების ხასიათს. რაც მთავარია, ყველა ნაბიჯის გაწერისას კონსულტაციებს ვაწარმოებდი საჭირო რგოლებთან, მათ შორის ფსიქოლოგებთან, მცირე თუ საშუალო მეწარმეებთან და საკუთარ მენტორებთანაც, რომელთაც წლების წინ, თავად გამიზიარეს გამოცდილება.

თითოეულ ასაკობრივ ჯგუფში პრეზენტაციები, სიტყვით გამოსვლის ხელოვნება, ბიუჯეტირება, მეწარმეობის, ფინანსების, ორგანიზაციული ქცევის, ადამიანური რესურსების მათვის საფუძვლები თუ მარკეტინგი – საჭირო დოზით და რაც მთავარია, სახალისოდ მიეწოდებათ მოსწავლეებს.

საოცარი მუხტია, როცა მოსწავლეები თავად ქმნიან პროექტებს, გვევლინებიან ორგანიზატორების ამპლუაში, მუშაობენ სხვადასხვა ქეისზე, დონეების მიხედვით ეუფლებიან ტერმინოლოგიას. საგაკვეთილო პროცესი თეორიული და პრაქტიკული ნაწილით იყოფა.

მას შემდეგ რაც ინფორმაციას იღებენ, ასპარეზსს დისკუსიას, სიმულაციურ ქეისებს და სხვადასხვა აქტივობას ვუთმობთ.

რაც შეეხება დისტანციურ სწავლებას, მოსწავლეები დიდი ენთუზიაზმით აგრძელებენ მუშაობას და ქმნიან საინტერესო ვიდეო-დავალებებს, აგზავნიან, ერთმანეთს უზიარებენ, ელოდებიან შეფასებებს და კვლავაც უწყვეტ დინამიკაში იმყოფებიან.

ხშირად გვაქვს ,,ამოცანები”, სადაც მათ უნდა უპასუხონ სხვადასხვა შეკითხვას, როგორიცაა – რომელი ლიდერული სტილია გამოყენებული მოცემულ სიტუაციაში, ან  თავად როგორ გააუმჯობესებდნენ შედეგებს, ეთანხმებიან თუ არა რომელიმე შემთხვევაში გადადგმულ ნაბიჯებს – მოკლედ რომ შევაჯეროთ, ვფიქრობ, ბავშვებისთვის ყველაზე საინტერესო პრაქტიკული ნაწილის სააზროვნო ასპექტებია.

პროგრესში ბიზნეს-განათლების არსებობის მთავარი უპირატესობა ისაა, რომ  მას სამომავლოდ ნებისმიერ სფეროში საქმიანობისას სარგებელი მოაქვს.

აუდიტორიასთან ურთიერთობა, დისკუსიის სწორად წარმართვა, სასარგებლო მოლაპარაკებები, დამაჯერებელობა, გუნდურობა და სხვა ბენეფიტები საგნის თანმდევია, შესაბამისად ყველაფერი მოსწავლის პერსპექტიული მომავლისთვის გამიზნულია.

ბიზნეს-განათლების აქტუალობიდან გამომდინარე მოსწავლეებისთვის ერთგვარ ცალკე წრედ ,,ბრიტანული ბიზნეს სკოლაც” ჩამოყალიბდა, რომელიც ბრიტანეთთან პარტნიორობით ქალბატონმა ნინო ჩიკვაშვილმა, სკოლაში დანერგა.

სკოლის დამფუძნებელი არაფორმალური განათლებითა და სწავლების ინოვაციური მეთოდების დამკვიდრების სურვილით ხელმძღვანელობს და სწორედ ამ სულისკვეთებით დააარსა აღნიშნული სკოლაც. აქაც, პირველი კლასიდან ნებისმიერი მოსწავლის ჩარიცხვაა შესაძლებელი და მასაც თავად ვკურირებ. აქ მოსწავლეები ისეთი საინტერესო სამუშაოების ნაწილი ხდებიან, როგორიცაა: ჰარვარდის ბიზნეს ქეისებზე დაკვირვება და მსჯელობა, მეწარმეთა სტუმრობა თუ კონკურსებში მონაწილეობა და სხვა.

მუდმივი განვითარება ჩემი პირადი ამოცანაა, სკოლა საშუალებას მაძლევს, რომ რელევანტურ კონფერენციებში ვმონაწილეობდე, ვეცნობოდე ტენდენციებს და ვნერგავდე რეალობაში.

აქვე იმასაც გეტყვით, რომ სულ მალე რეგიონული და საერთაშორისო დონის ბიზნეს კონკურსების ორგანიზებას ვგეგმავ.