ჯერჯერობით მაყურებლის გარეშე — გახარია საქართველოში ფეხბურთის განახლებაზე

გიორგი გახარიას განცხადებით, საქართველოში საფეხბურთო მატჩები გაგრძელების პირველ ეტაპზე მაყურებლების გარეშე ჩაივლის. ამის შესახებ მან პარლამენტში, დეპუტატისა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის, ლევან კობიაშვილის კითხვაზე პასუხისას განაცხადა.

„ეს თემა დასაწყებია, ჯანდაცვასთან სამინისტროსთან ერთად, მაგრამ ჯერჯერობით მაყურებლების გარეშე. უნდა დავაკვირდეთ, ალბათ, ერთი კვირა, ორი თვე და მერე ნელ-ნელა შეიძლება ყველასთან ერთად, რომ არ გამოვეთიშოთ საერთაშორისო ტურნირებს“, — აღნიშნა გახარიამ.


სხვა ჩემპიონატების მსგავსად, საქართველოს პირველობა ფეხბურთში კორონავირუსის პანდემიის გამო შეჩერდა. როდის გაგრძელდება მატჩების ჩატარება, ამ ეტაპზე უცნობია.