არ ვთვლი, რომ ეს პრინციპული საკითხია – გახარია 26 მაისს დროშების გამოფენაზე

პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას თქმით, კორონავირუსის პანდემიის გამო საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ღონისძიებები ლიმიტირებულად გაიმართა და “ბევრი რამ დაიზოგა”.

ამის შესახებ გახარიამ “ევროპული საქართველოს” წევრ გიგა ბოკერიას კითხვის პასუხად განაცხადა. ბოკერია დაინტერესდა, 26 მაისს მთავრობამ რატომ არ დაკიდა დროშები ქვეყნის მასშტაბით და რა კავშირშია ეს პანდემიასთან.

“სხვა თუ არაფერი გაქვთ, გარდა იმისა, ეროვნული დროშები რატომ არ ჩამოვკიდეთ… ჩვენ აბსოლუტურად გააზრებულად გავაკეთეთ ასეთი რამ. ასეთ დროს, როცა სოციალური ცხოვრება შეზღუდულია, ყველაფერი გავაკეთეთ ლიმიტირებულად. ვთვლი, რომ ეს იყო სწორი. დავზოგეთ ბევრი რამ. შესაბამისად, იმ დროს, როდესაც ქვეყანა ებრძვის გლობალურ პანდემიას, არ ვთვლი, რომ ეს პრინციპული საკითხია”, – განაცხადა გახარიამ.