საფრანგეთმა პლაქვენილის გამოყენება აკრძალა COVID-19-ის სამკურნალოდ

საფრანგეთის მთავრობამ გააუქმა განკარგულება, რომელიც საავადმყოფოებს ახალი კორონავირუსის სამკურნალოდ პაციენტებისთვის პლაქვენილის გამოყენების უფლებას აძლევდა.

აღნიშნულს წინ უსწრებდა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის გადაწყვეტილება, რომელმაც უსაფრთხოების რისკებიდან გამომდინარე საერთაშორისო კვლევაში პრეპარატის გამოყენება შეაჩერა.

როგორც France 24 წერს, გასულ კვირას ბრიტანულ სამედიცინო ჟურნალ ლანცეტში გამოქვეყნდა კვლევა, რომელშიც ნათქვამია, რომ პაციენტებში, რომლებიც პლაქვენილს შემთხვევითი შერჩევის წესით იღებდნენ, სიკვდილიანობა გაიზარდა.

ჰიდროქსიქლოროქინი (პლაქვენილი) აქამდე მალარიის და ზოგიერთი რევმატიული დაავადების სამკურნალოდ გამოიყენებოდა. პრეპარატს ახალი კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებთან საქართველოშიც იყენებენ.

როდის გამოიყენება პლაქვენილი COVID-19-ის სამკურნალოდ – ცერცვაძის განმარტება

WHO მალარიის პრეპარატზე კვლევას დროებით აჩერებს