საქართველო ჩეხეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენას განიხილავს

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ჩეხეთის ვიცე-პრემიერ კარელ ჰავლიჩეკთან ონლაინ-შეხვედრა გამართა, სადაც, მათ შორის, პირდაპირი ფრენების აღდგენის საკითხი განიხილა, იუწყება ეკონომიკის სამინისტრო.

„2019 წელს ვიზიტორების 19-პროცენტიანი ზრდა დაფიქსირდა, რაც ძალიან მაღალი მაჩვენებელია. მნიშვნელოვანია, რომ ჩეხეთის რესპუბლიკაში ეპიდემიოლოგიური ვითარება საკმაოდ კეთილსაიმედოა. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ ჩეხეთი იყოს ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, საიდანაც ტურისტები უკვე ივლისში ჩამოვლენ საქართველოში“, — აცხადებს თურნავა.

გარდა ამისა, თურნავას თქმით, „აირზენამ“ და „ვიზეარმა“ მზადყოფნა გამოთქვეს, განაახლონ ფრენა ჩეხეთსა და საქართველოს შორის.


აქამდე, ფრენების აღდგენას საქართველო უკრაინასთან განიხილავდა.

საქართველო და უკრაინა ფრენების აღდგენას განიხილავენ