ახალი ამბები

ორშაბათიდან ათივე მუნიციპალური სერვისცენტრი აღდგება – კალაძე

27 მაისი, 2020 • 802
ორშაბათიდან ათივე მუნიციპალური სერვისცენტრი აღდგება – კალაძე

თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, ორშაბათიდან, ანუ პირველი ივნისიდან თბილისის ათივე გამგეობაში მუნიციპალური სერვისცენტრები მუშაობას გააგრძელებენ.

„მუნიციპალური სერვისები ათივე რაიონში იყო დროებით შეჩერებული, ერთადერთი, რაც მუშაობდა, ეს იყო სოციალური და ჯანდაცვის პროგრამები.

ორშაბათიდან, ყველა მიმართულებით, სადაც კი დროებითი შეფერხებები გვქონდა და შეჩერებული იყო მუშაობა – ყველა, ათივე მუნიციპალური სერვისცენტრი, ათივე გამგეობაში დაიწყებს მუშაობას და მოემსახურება მოსახლეობას“, – თქვა კახა კალაძემ დღევანდელ სხდომაზე.

მისივე თქმით, ასევე აღდგება:თბილისის მერიაში შემოსული ადმინისტრაციული ერთეულების განმხილველი კომისიის სხდომები; მუნიციპალიტეტი ტერიტორიაზე ცხოვრების ფაქტის დამდგენი კომისიის სხდომები; თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მოხელეთა ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად ჩასატარებელი კონკურსები; კულტური მემკვიდრეობის დაცვისა და ისტორიული საბჭოს სხდომები; კულტურული ღონისძიების დაფინანსების კომისიის სხდომები; თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების აღიარების კომისიის სხდომების და დაუმთავრებელ მშენებლობებთან დაკავშირებული საქმის განმხილველი კომისიის სხდომები.


საქართველოში მუნიციპალური ტრანსპორტი მოძრაობას 29 მაისიდან განაახლებს. ამ თემას დღეს, 27 მაისს, გამართულ ბრიფინგზე ასევე შეეხო კახა კალაძეც.

ვრცლად:

პირბადე ყველა მგზავრს და გამორთული კონდიციონერი – წესები მუნიციპალური ტრანსპორტისთვის

მასალების გადაბეჭდვის წესი