27 მაისის 11:00 საათის მონაცემებით, საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 3 შემთხვევა გამოვლინდა და საერთო რიცხვმა 735-ს მიაღწია.
21 ადამიანით, 557-მდე გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა. უცვლელია გარდაცვლილთა რაოდენობა – საქართველოში კორონავირუსით სულ 12 ადამიანია გარდაცვლილი.
კარანტინის რეჟიმშია მოთავსებული 3 076 ადამიანი, ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ – 250.
განახლება:სტატიაში თავდაპირველად ეწერა, რომ გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 521-ს უტოლდებოდა, რაც შეცდომაა. ეს შეცდომა შემდგომ გამოვასწორეთ.