ერევანში სარეკლამო ბანერები საქართველოს დროშის ფერებში გაანათეს

საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საელჩოსა და ელჩის, რუბენ სადოიანის ინიციატივით დღეს, საქართველოს ეროვნულ დღესასწაულზე, ქალაქ ერევნის ქუჩებში სარეკლამო ბანერები განათებული იყო საქართველოს დროშის ფერებში.

“გილოცავთ, მოძმე საქართველო”, – წერს საელჩო ფეისბუკზე.