მოსკოვი 26 მაისს ლუგარის ლაბორატორიაზე ავრცელებს კომენტარს

რუსეთი საქართველოსგან ელის პასუხს ლუგარის სახელობის ლაბორატორიაში რუსი სპეციალისტების დაშვებასთან დაკავშირებით, მოსკოვი შეშფოთებულია ინფორმაციის ნაკლებობით ცენტრის მუშაობასთან დაკავშირებით. საინფორმაციო სააგენტო ტასის ცნობით, ამის შესახებ ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ კომენტარში.

რუსეთის საგარეო უწყება ამტკიცებს, რომ საქართველოს ცენტრში ვიზიტის თაობაზე ჯერ კიდევ 2019 წლის ივნისში მიმართეს, თუმცა პასუხი ჯერ არ მიუღიათ. რუსეთი ლაბორატორიის ყველა განყოფილებაში ითხოვს დაშვებას.

რუსეთის საგარეო უწყება კომენტარში ახსენებს აშშ-ს და დასძენს, რომ მათ “ვაშინგტონი არ უხსნის, რითია დაკავებული რუსეთის საზღვართან ახლოს”.

როგორც ცნობილია, ბოლო წლებში ლუგარის ლაბორიატორია არაერთხელ გამხდარა რუსეთიდან მომდინარე დეზინფორმაციული კამპანიის მსხვერპლი. ამ თემაზე გირჩევთ:

რატომ ეხმარება აშშ საქართველოს, აზერბაიჯანს და სხვებს ლაბორატორიების მოწყობაში