26 მაისის 11:00 საათის მონაცემებით, საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 1 შემთხვევა გამოვლინდა და საერთო რიცხვმა 732-ს მიაღწია.
11 ადამიანით, 536-მდე გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა. უცვლელია გარდაცვლილთა რაოდენობა – საქართველოში კორონავირუსით სულ 12 ადამიანია გარდაცვლილი.
კარანტინის რეჟიმშია მოთავსებული 3 076 ადამიანი, ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ – 300.