24 საათში სომხეთში კორონავირუსის კიდევ 359 შემთხვევა გამოვლინდა, სულ – 6661

ბოლო 24 საათში სომხეთში კორონავირუსის კიდევ 359 შემთხვევა გამოვლინდა, ჯამში ქვეყანაში დადასტურებულ შემთხვევათა რიცხვი 6661-ს აღწევს.

6661 დადასტურებულიდან 3064 უკვე გამოჯანმრთელდა, ხოლო 81 ადამიანი გარდაიცვალა.

სომხეთის საზოგადოებრივი რადიო ამბობს, რომ ამ დროისთვის ქვეყანაში 3257 აქტიური პაციენტია ანუ პირი, ვინც ახლა მკურნალობს კორონავირუსზე. ჯამში ჩატარებულია 50397 ტესტი.