ესპანეთი ივლისიდან ტურისტებისთვის საზღვრის გახსნას აპირებს

ესპანეთი აპირებს, ივლისიდან თავისი საზღვრები ტურისტებისთვის გახსნა, იუწყება „როიტერსი“.

გარდა ამისა, ივნისიდან თამაშების გაგრძელების საშუალება ექნება ესპანეთის საფეხბურთო ჩემპიონატ „ლა ლიგას“.

„ივლისიდან, საგარეო ტურიზმი უსაფრთხოების პირობებში გაგრძედება. გარანტიას ვიძლევით, რომ ტურისტები არ იქნებიან რისკის ქვეშ და არც ჩვენ მოგვიტანენ რისკებს“, — განაცხადა პრემიერ-მინისტრმა პედრო სანჩესმა.

„როიტერსის“ ცნობით, ტურიზმის სექტორი ესპანეთის ეკონომიკის დაახლოებით 1/8-ს შეადგენს.


„როიტერსის“ ინფორმაციით, ესპანეთში კორონავირუსით დაავადების 235 290 შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 28 678 ადამიანი.