გურიაში, სოფელ კოხნარში სავარაუდოდ საზოგადოებრივი ცენტრის შესასვლელი ააფეთქეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გურიაში, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტ სოფელ კოხნარში მდებარე საზოგადოებრივ ცენტრში, სავარაუდოდ, აფეთქება მოხდა.

უწყების ცნობით, მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება სსკ-ის 187-ე მუხლით, რაც ნივთის დაზიანებას გულისხმობს.

რაც შეეხება მომხდარის მიზეზებს, შსს-ის განცხადებით, მათ გამოძიება დაადგენს.