კომენდანტის საათის დასრულებიდან რამდენიმე წუთში თბილისში მანქანა ველოსიპედისტს დაეჯახა

თბილისში, 23 მაისს, კომენდანტის საათის დასრულებიდან რამდენიმე წუთში თამარაშვილის გამზირზე ველოსიპედისტს ავტომანქანა დაეჯახა. ინფორმაციას ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ.

სამინისტროს ცნობით, ველოსიპედისტი სასწრაფო დახმარების მანქანით კლინიკაში გადაიყვანეს. აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება დაწყებულია 276 მუხლით, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.