ახალი ამბები

მათ ადგილზე ქართული საზოგადოების გულის ფეთქვას მეტად მოვუსმენდი – წულუკიანი საერთაშორისო პარტნიორებზე

23 მაისი, 2020 • 1720
მათ ადგილზე ქართული საზოგადოების გულის ფეთქვას მეტად მოვუსმენდი – წულუკიანი საერთაშორისო პარტნიორებზე

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ამბობს, რომ უკეთესი იქნება, თუ დასავლელი პარტნიორები, რომლებიც მთავრობას აკრიტიკებენ, საქართველოს მოსახლეობას და მათ სურვილებს მოისმენენ. როგორც წულუკიანმა “რუსთავი 2”-ის ეთერში განაცხადა, მას ეჭვი არ ეპარება, რომ სენატისა თუ ევროპარლამენტის ამ წევრებს საქართველოსთვის კარგი უნდათ.

“ერთადერთი, რაზეც მე პროდასავლელ, ქართველ იუსტიციის მინისტრს გული მწყდება, არის ის, რომ მათ ადგილას რომ ვიყო… ეჭვიც არ მეპარება, რომ მათ ჩვენი ქვეყნისთვის საუკეთესო სურთ, უფრო მეტად მოვუსმენდი ქართველი საზოგადოების გულის ფეთქვას. ძალიან ბევრი აგრესია მოდის, როგორ დავუშვით მათი გათავისუფლება, უგულავას მსგავსად. არ მგონია, რომ მე, ერთი ადამიანი, ქართველი ერი ვარ. ზოგი ამბობს ჩვენ ვართ დამოუკიდებლები ამის შემდეგ და რა უნდა ვიზეიმოთ 26 მაისს?! ჩვენ შესაძლოა გარკვეულ საჭირბოროტო საკითხებზე ვისაუბროთ, თუმცა არა ისე, რომ ქართველებს, თუნდაც ისინი 10 იყვნენ, განცდა დარჩეთ, რომ მათ ხელი მოუგრიხეს”,-ამბობს წულუკიანი.

მასალების გადაბეჭდვის წესი