პაკისტანში ავიაკასტროფა განიცადა თვითმფრინავმა, რომელშიც 90 მგზავრი იმყოფებოდა

პაკისტანის საერთაშორისო ავიახაზების კუთვნილმა თვითმფრინავმა პაკისტანში, კარაჩიში ავიაკატასტროფა განიცადა, წერს BBC.

გამოცემის ცნობით, ფრენა ლაჰორედან დაიწყო, ხოლო ბორტზე 90 მგზავრი იმყოფებოდა. დანიშნულების ადგილი პაკისტანში, ჯინაჰის საერთაშორისო აეროპორტი იყო.

Plane crash site footage #Karachi pic.twitter.com/fGgkR3oF8a

— Mansoor Ali Khan (@_Mansoor_Ali) May 22, 2020

სოციალურ მედიაში გავრცელებულ ფოტოებზე კატასტროფის ადგილიდან — საცხოვრებელი რაიონიდან წამოსული კვამლი ჩანს.

BBC-ის ცნობით, შესაბამისი სამსახურები ადგილზე უკვე მივიდნენ.


გარეკანის ფოტო: EPA