ჩოხატაურის სოფელ შუა ამაღლებაში მკვლელობა მოხდა

დღეს, 21 მაისს, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუა ამაღლებაში მკვლელობა მოხდა.

აღნიშნულ საკითხზე “ნეტგაზეთი” საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა.

უწყებაში “ნეტგაზეთს” უთხრეს, რომ მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.