როგორ უნდა ჩატარდეს გამოცდები უნივერსიტეტებში – რეკომენდაციები

საქართველოში, მიუხედავად კორონავირუსის პანდემისაა, სასწავლო პროცესი დისტანციურად მაინც მიმდინარეობს, რაც ნიშნავს, რომ უნივერსიტეტების ნაწილმა, შესაძლოა, ფინალური გამოცდები ჩაატაროს.

ამის შესახებ თავად მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა ისაუბრა და თქვა, რომ ფინალური გამოცდები შეზღუდვების შემსუბუქების VI ეტაპზე ჩატარდება. თუკი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები ფინალური გამოცდების ჩატარებას შიდა საგამოცდო სივრცეებში გადაწყვეტენ, უსაფრთხო გარემო ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესაბამისად უნდა უზრუნველყონ.

რაც შეეხება რეკომენდაციებს, ჯანდაცვის სამინისტროს თანახმად, თუ უნივერსიტეტს ფინალური გამოცდის ჩატარება შენობაში სურს, მაშინ სასწავლებლებმა  უნდა უზრუნველყონ სტუდენტებსა და პედაგოგებს შორის 2-მეტრიანი დისტანცია, თერმოსკრინინგი და შენობის ვენტილაცია.

უფრო დეტალურად კი რეკომენდაციების ნუსხა მოიცავს:

ამავე დოკუმენტში გაწერილია რეკომენდაციები ასევე საგამოცდო ცენტრების მიმართ, სადაც სამინისტრო ცენტრებს მიმართავს და წერს:


რაც შეეხება ეროვნულ გამოცდებს, ჯერჯერობით მათი ჩატარების თარიღი უცნობია. 15 მაისს გამართულ მთავრობის სხდომაზე ჩხენკელმა განმარტა, რომ გამოცდები, ჩვეულებისამებრ, ივლისში ჩატარდება, ზუსტ თარიღებს კი სამინისტრო ივნისის თვეში გაასაჯაროებს. თუმცა, თუ ეპიდსიტუაცია ამას მოითხოვს, გამოცდების აგვისტოში გადატანაც განიხილება.

ამ დღეს მინისტრმა ასევე თქვა, რომ  ივნისში სამინისტრო ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებით ვრცელ სამოქმედო გეგმასა და პრეზენტაციას გამართავს.