“ქვიარ ასოციაცია – თემიდა” ქვიარ თემის წევრებისთვის თავშესაფარს აშენებს. აქტივისტ ბექა გაბადაძის ინფორმაციით, ორგანიზაციამ პროექტისათვის პირველი შემოწირულობა უკვე მიიღო.
აქტივისტთა თქმით, თავშესაფრის მოწყობის საჭიროებას განაპირობებს თემის წევრთა საჭიროებების გაუთვალისწინებლობა.
“იმ ფონზე, როცა არ არსებობს სახელმწიფო სოციალური სახლები, იაფი ქირის პროგრამები და სენსიტიური, ქვიარ საჭიროებებზე მორგებული თავშესაფრები, ძალადობის, უარყოფის და ეკონომიკური მოწყვლადობის გამო ჩვენ პერმანენტულად გვჭირდება თავშესაფარი ქვიარებისთვის”, – აღნიშნავს ასოციაცია “თემიდა”.
იდეის განსახორციელებლად გაიხსნა ორი ანგარიში საქართველოს ბანკსა და TBC ბანკში, რომლებზედაც მსურველები შემოწირულობების განხორციელებას შეძლებენ. სამ თვეში ერთხელ ასოციაცია შემოწირულობების ოდენობას გამოაქვეყნებს.
რეკვიზიტები ხელმისაწვდომია ბმულზე.