ევროკავშირი ელოდება რურუას გათავისუფლებას – ევროპარლამენტარი

ევროპარლამენტის წევრი “ევროპის სახალხო პარტიიდან” ანჟეი ჰალიცკი აცხადებს, რომ საქართველოსთან თანამშრომლობის გასაგრძელებლად ევროკავშირი გიორგი რურუას გათავისუფლებას ელოდება.

“კარგი ამბავია საქართველოდან- პოლიტიკური პატიმრების, გიგი უგულავას და ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალება. რა საჭიროა შუა გზაში გაჩერება? გიორგი რურუა ისევ ციხეშია პოლიტიკური მიზეზებით. ევროკავშირის ელოდება მის გათავისუფლებას, რომ ჩვენ გავაგრძელოთ ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობები”, – წერს ევროპალამენტის წევრი Twitter-ზე.

Good news from #Georgia after pardoning important political prisoners: Gigi Ugulava and Irakli Okruashvili! Why stopping in a half-way? Giorgi Rurua is still in prison due to political reasons. The #EU is looking forward to his release so that we can continue??&?? cooperation https://t.co/FMnSGgXmOD

— Andrzej Halicki MEP (@AndrzejHalicki) May 19, 2020