ახალი ამბები

საკადრო ცვლილებები მერიაში

20 მაისი, 2020 • 1978
საკადრო ცვლილებები მერიაში

თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, მერიაში საკადრო ცვლილებები მიმდინარეობს. დღევანდელ ბრიფინგზე მან თავისი ახალი მოადგილე, ურბანული სამსახურის ახალი ხელმძღვანელი და თბილისის განვითარების ფონდის დირექტორის ახალი მოადგილე წარადგინა.

რამდენიმე დღის წინ კალაძის მოადგილემ, სოფო ხუნწარიამ თანამდებობა დატოვა. ფეისბუკზე ის წერდა, რომ თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა. მის ადგილას დღეს კალაძემ ახალი მოადგილე – ანდრია ბასილაია წარადგინა.

ანდრია ბასილაია მანამდეც მერიაში  ურბანულ სამსახურს ხელმძღვნალობდა.

„ის პროფესიით არის ეკონომისტ-პოლიტოლოგი – ბევრ საინტერესო პლატფორმას შევთავაზებთ კულტურის, ხელოვნების წარმომადგენლებს, ასევე, სპორტის, განათლების მიმართულებით“, – ამბობს კალაძე.

ანდრია ბასილაია. ფოტო: სქრინი მერიის ვიდეოდან

კალაძემ დღეს ასევე განაცხადა, რომ გიორგი ებანოიძე, რომელიც წარსულში ასევე ხელმძღვანელობდა ურბანული განვითარების სამსახურს, თბილისის განვითარების ფონდის მოადგილის თანამდებობას დაიკავებს.

გიორგი ებანოიძე. ფოტო: სქრინი თბილისის მერიის ვიდეოდან

რაც შეეხება უშუალოდ ურბანულ სამსახურს, კალაძემ დღეს თქვა, რომ მას ვიქტორ წილოსანი უხელმძღვანელებს.
წილოსანი დღემდე მერიის ტრანსპორტის სამსახურს ედგა სათავეში. ჯერჯერობით უცნობია, ვინ შეცვლის წილოსანს ტრანსპორტის საქალაქო სამსახურში.

კალაძემ მისი წარდგენისას თქვა, რომ ურბანულ სამსახურს დღემდე ბევრი გამოწვევა აქვს, მათ შორის, არასწორად გაცემული სამშენებლო ნებართვები. შესაბამისად, ეს სამსახური ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია.

ვიქტორ წილოსანი. ფოტო: თბილისის მერია

მასალების გადაბეჭდვის წესი