ერევნის მოხუცთა პანსიონატში კორონავირუსის 40-მდე შემთხვევა გამოავლინეს

სომხეთის ჯანდაცვის მინისტრის პრეს-სპიკერის, ალინა ნიკაგოსიანის განცხადებით, კორონავირუსის ინფექცია ერევნის მოხუცებულთა პანსიონატის 40-მდე ბინადარს დაუდასტურდა.

“პაციენტების ასაკისა და თანმხლები დაავადებების გათვალისწინებით, ეს, რა თქმა უნდა, უკიდურესად საშიში კერაა დაავადების გავრცელებისთვის “.

სამინისტროს წარმომადგენლის ცნობითვე, ადგილზე სამედიცინო პერსონალი პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობას სწავლობს და მათ სამედიცინო დაწესებულებებში გადაყვანას უზრუნველყოფს.

დღევანდელი, 18 მაისის ოფიციალური მონაცემებით, სომხეთში დღე-ღამეში კორონავირუსი 351 ადამიანს დაუდასტურეს. შედეგად, ჯამში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა სომხეთში 4823 გახდა.