ახალი ამბები

თბილისის მერის მოადგილე სოფო ხუნწარიამ თანამდებობა დატოვა

18 მაისი, 2020 • 1325
თბილისის მერის მოადგილე სოფო ხუნწარიამ თანამდებობა დატოვა

თბილისის მერის მოადგილემ, სოფო ხუნწარიამ თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ ნეტგაზეთს თბილისის მერიაში განუცხადეს. მათივე ცნობით, ხუნწარიამ თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა, მიზეზი  უცნობია.

“გათავისუფლების ბრძანებას თბილისის მერმა კახა კალაძემ ხელი უკვე მოაწერა. თბილისის მერია მადლობას უხდის სოფიო ხუნწარიას ორი წლის მანძილზე მუნიციპალიტეტში განხორციელებული არაერთი მნიშვნელოვანი პროექტისთვის და უსურვებს მას წარმატებებს შემდგომ საქმიანობაში”,-აცხადებენ მერიაში.

ხუნწარია კახა კალაძის მოადგილედ 2018 წლის იანვარში დაინიშნა, მანამდე კულტურის საქალაქო სამსახურს ხელმძღვანელობდა.

სოფო ხუნწარია 1999 წლიდან, როგორც საინფორმაციო გამოშვების წამყვანი, სხვადასხვა ტელევიზიაში მუშაობდა, მათ შორის, ტელეკომპანიებში- “იბერიასა” და “მზეში”, ხოლო პროდიუსერად- ტელეკომპანია “იმედში”; იყო კულტურის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოს ხელმძღვანელი. 2012 წლიდან ხელმძღვანელობდა ტელეკომპანია “არტარეას”.

მასალების გადაბეჭდვის წესი