351 შემთხვევა დღე-ღამეში – კორონავირუსი სომხეთში

სომხეთში დღე-ღამეში კორონავირუსი 351 ადამიანს დაუდასტურეს. ინფორმაციას გამოცემა civilnet.am ავრცელებს.

შედეგად, ჯამში, კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა სომხეთში 4823 გახდა.

გამოცემის ცნობითვე, 24 საათში 94 პაციენტი გამოჯანმრთელდა და ერთი გარდაიცვალა.