პოლიციამ კაფე “გალერის” ფანჯრიდან ლგბტ დროშა ჩამოახსნევინა

პოლიციელებმა კაფე “გალერის” წარმომადგენლებს 17 მაისთან დაკავშირებით ფანჯრიდან გადმოფენილი ლგბტ მოძრაობის სიმბოლო – ცისარტყელისფერებიანი დროშა ჩამოახსნევინეს.

როგორც ტვ “პირველი” აცხადებს, კაფეში ათამდე პოლიციელი იყო მისული.

“დაპირისპირებული მხარე რომ არ მოვიდეს და ექსცესები თავიდან ავიცილოთ”, – ასე ახსნეს პოლიციელებმა თავიანთი მოთხოვნა ტელეკომპანიის ჟურნალისტთან მოკლე ინტერვიუში, – “საფრთხე იყო, გვაქვს ინფორმაცია”.

ლგბტ აქტივისტებმა ჰომოფობიის, ტრანსფობიისა და ბიფობიის წინააღმდეგ საერთაშორისო დღე დანარჩენი მსოფლიოს მსგავსად დღეს თბილისშიც აღნიშნეს. მათი პროტესტი, ძირითადად, სიმბოლური იყო. მათ ქვეყნის სხვადასხვა ქალაქში დროშები გამოფინეს.