16 მაისს გერმანიაში ფეხბურთი ბრუნდება

16 მაისიდან, ევროპაში საფეხბურთო სეზონის თითქმის ორთვიანი შეჩერების შემდეგ, ტოპ-ჩემპიონატის თამაშები პირველად ჩატარდება — სეზონის გაგრძელების გადაწყვეტილება პირველად გერმანიის ჩემპიონატმა, ბუნდესლიგამ მიიღო.

ჩემპიონატის გაგრძელებისა და გერმანიაში გარკვეული შეზღუდვების შემსუბუქების მიუხედავად, თამაშები სტადიონზე გულშემატკივრის ყოფნის გარეშე გაივლის.

სეზონის გაგრძელების შესახებ ბუნდესლიგაში გადაწყვეტილება ჯერ კიდევ 6 მაისს მიიღეს — ამგვარად, სეზონი დასრულდება, გამოვლინდება ჩემპიონი, ევროთასებში მონაწილე გუნდები, ქვედა ლიგაში გავარდნილი გუნდები და ა.შ.

ბუნდესლიგის სათავეში 55 ქულით ამჟამად მიუნხენის „ბაიერნია“, რომელიც ბოლო რამდენიმე სეზონია, ჩემპიონის ტიტულს არ თმობს. მეორე ადგილზე დორტმუნდის „ბორუსიაა“ 51 ქულით, ხოლო მესამეზე „რედ ბულ ლაიფციგი“, რომლის აქტივშიც 50 ქულაა.

16 მაისს ჩატარდება ბუნდესლიგის შემდეგი შეხვედრები:

გარეკანის ფოტო: Reuters