სომხეთის ჯანდაცვის უწყების 14 მაისის ცნობით, ბოლო 24 საათში კორონავირუსის 142 ახალი შემთხვევა დაადასტურეს. ჯამში კი, სომხეთში შემთხვევების რაოდენობამ 3860-ს მიაღწია.
ქვეყნის ოფიციალური მონაცემებით, 1572 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 49 პაციენტი კი გარდაიცვალა.
აზერბაიჯანში ჯანდაცვის სამინისტროს დღევანდელი, 14 მაისის ინფორმაციით, დღე-ღამეში აზერბაიჯანში კორონავირუსის 121 ახალი შემთხვევა გამოავლინეს. ქვეყანაში სულ დადასტურებულია 2879 შემთხვევა., საიდანაც 1800-ზე მეტი პაციენტი გამოჯანმრთელდა და 35 გარდაიცვალა.