თიბისის აპლიკაციების კონკურსის ფინალისტები გამოვლინდნენ

თიბისის აპლიკაციების კონკურსის 11 ფინალისტის ვინაობა უკვე ცნობილია. ფინალში ის მონაწილეები გადავიდნენ, რომელთა მიერ შექმნილი მობილური და ვებ აპლიკაციები ჟიურის წევრებმა საუკეთესოდ მიიჩნიეს.

პროექტის ფარგლებში, მონაწილეებმა ისეთი პროექტები წარადგინეს,  რომლებიც ბიზნესებისთვის ყოველდღიურისაქმიანობის გამარტივებასა და პროცესების ავტომატიზირებას უწყობს ხელს.

კონკურსის ფინალისტი აპლიკაციებია:

[checklist]

[/checklist]

კონკურსის გამარჯვებულები ივნისში  გამოვლინდებიან და მათ ფულადი პრემიები გადაეცემათ. I ადგილი – 30 000 ლარი, II დაIII ადგილი – 15 000 ლარი. გამარჯვებულები შემდეგი კრიტერიუმებით შეირჩევიან: რამდენად ჭრის აპლიკაცია ბიზნესებისთვისრეალურ პრობლემას, როგორია აპლიკაციის კონცეფცია, ბიზნესმოდელი და ა.შ. კონკურსის დასრულების შემდეგგამარჯვებულებს კონკრეტული დრო მიეცემათ პროტოტიპების დასასრულებლად. ფულადი ჯილდო კი აპლიკაციის სრულყოფასმოხმარდება.

აპლიკაციების კონკურსი თიბისის პროგრამა „სტარტაპერის“ გუნდმა ორი წლის წინ წამოიწყო. პროექტის მიზანი ერთი მხრივ,ბიზნესებისთვის ადამიანური და დროის რესურსების დაზოგვის ხელშეწყობაა, მეორე მხრივ კი ამ მიმართულებით ახალისტარტაპების გაჩენის სტიმულირება.

პროექტის მხარდამჭერია  ნიდერლანდების განვითარების ბანკი – FMO.