ინტენსიურად ვმუშაობთ ორმხრივი ტურიზმის აღდგენაზე – ელჩი ისრაელში

საქართველოს ელჩი ისრაელში, ლაშა ჟვანია აცხადებს, რომ საქართველოს და ისრაელის მთავრობები ინტენსიურად მუშაობენ ორმხრივი ტურიზმის აღდგენაზე.

„ძალიან კარგი და სიღრმისეული განხილვა გვქონდა ისრაელის საგრეო საქმეთა სამინისტროსთან ორმხრივი ტურიზმის აღდგენასთან დაკავშირებით. ინტენსიურად ვმუშაობთისრაელის ჯანდაცვის და ტურიზმის სამინისტროებთან“, – დაწერა ელჩმა 11 მაისს ფეისბუკზე.

„სამუშაო კიდევ ბევრია, მაგრამ ისრაელი ხედავს და აღიარებს საქართველოს ეფექტურ ნაბიჯებს ეკონომიკის აღდგენის და უსაფრთხოების ნორმების შემუშავების საქმეში. მივაღწევთ ორმხრივი პროტოკოლის შედგენას და ეტაპობრივად დავუბრუნდებით უსაფრთხო ტურიზმს ორ ქვეყანას შორის“, – დაწერა მან.

სამი დღით ადრე, 8 მაისს, პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ ტურისტების შემოყვანის საკითხზე სხვადასხვა ქვეყანასთან საუბრობენ, ისრაელიდან და ავსტირიიდან კი თანამშრომლობის ინტერესი უკვე არსებობდა.

გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ 15 ივნისიდან საქართველო გაიხსნება ადგილობრივი ტურიზმის სერვისების მიწოდებისთვის, ხოლო 1-ლი ივლისიდან მზად იქნება, უცხოელი ტურისტები მიიღოს — ისე, რომ 1-ლი ივლისიდან საქართველოში ჩამოსულ ტურისტებს კარანტინის გავლა არ მოუწევთ.

11 მაისის ბოლო მონაცემებით, საქართველოში ზოგადი ეპიდემიოლოგიური ვითარება ასეთია:

ისრაელმა და ავსტრიამ გამოხატეს ინტერესი – გახარია საერთაშორისო მიმოსვლის აღდგენაზე