ლანჩხუთში მკვლელობა მოხდა

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტ სოფელ ნიგვზიანში 9 მაისს მკვლელობა მოხდა.

შსს-ს თანახმად, შემთხვევას ადგილი რამდენიმე საათის წინ ჰქონდა და მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. უწყებაში სხვა დეტალებს ჯერჯერობით არ აკონკრეტებენ.

ასევე, გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პირმა, რომელმაც მკვლელობა ჩაიდინა, მოგვიანებით თავი მოიკლა, რასაც შინაგან საქმეთა სამინისტრო ჯერ არ ადასტურებს.