სომხეთის პარლამენტში დეპუტატებმა ერთმანეთს სცემეს

სომხეთის ეროვნული კრების დღევანდელ, 8 მაისის სხდომაზე, დეპუტატები სხვადასხვა პარტიიდან ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.

სომხური მედიის ცნობით, ტრიბუნასთან მდგომი პარტია “ნათელი სომხეთის” ხელმძღვანელი ედმონ მარუკიანი გამოსვლის დროს მმართველი ფრაქციის, “ჩემი ნაბიჯის” დეპუტატ ბაბკენ ტუნიანის რეპლიკებმა და შეურაცხმყოფელმა გამონათქვამებმა გააღიზიანა, რასაც შემდეგ სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა დეპუტატებს შორის. გამშველებელთა შორის პარლამენტის სპიკერი და ვიცე-პრემიერიც იყვნენ.

მედიის ცნობითვე, დაშავებული არავინაა, სხდომა ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდა. თუმცა, როგორც news.am წერს, დაპირისპირების შემდეგ ედმონ მანუკიანს, მმართველი ფრაქციის დეპუტატს, თავად პრემიერმა ნიკოლ ფაშინიანმა დაურეკა და 40 წუთი ესაუბრა. საუბრის თემა მედიისთვის ცნობილი არ არის.