ცხინვალში კორონავირუსის შემთხვევები იზრდება

ცხინვალში კორონავირუსით დაინფიცირების ოფიციალური შემთხვევები 15-მდე გაიზარდა. ინფორმაციას ოსური მედია ავრცელებს.

კორონავირუსის პირველი შემთხვევა ცხინვალმა 6 მაისს დაადასტურა. ოსური მხარის ცნობით, ყველა დაინფიცირებული რუსეთიდან ფედერაციიდან დაბრუნდა სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე.

ოფიციალური ინფორმაციითვე, ამჟამად კარანტინში 200-ზე მეტი ადამიანი იმყოფება, დღის განმავლობაში კი რამდენიმე ათეული ადამიანის ტესტის პასუხს ელოდებიან.

პოლიტიკური ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებით, ცხინვალის საავადმყოფოში სამედიცინო ტექნიკის არარსებობის პარალელურად, თავად სამედიცინო პერსონალი არ არის შესაბამისად აღჭურვილი.

ქართული მხარე არ ენდობა კორონავირუსის სტატისტიკას, როგორც სამხრეთ ოსეთის, ასევე, აფხაზეთის ტერიტორიებზე. აფხაზეთში, ოფიციალური ცნობითვე, კორონავირუსის მხოლოდ სამი შემთხვევაა გამოვლენილი, აქედან ერთი, 95 წლის პაციენტი გარდაიცვალა.