„ბორჯომი“ ონლაინ გაყიდვებს იწყებს

დღეიდან, ქართული მინერალური წყლების – „ბორჯომის“, „ლიკანის“ და „ბაკურიანის“ შეძენა ონლაინ გაყიდვების პლატფორმა – „Vendoo – ვენდუზე“ შეგეძლებათ. „Vendoo ვენდუ“ პირველი ონლაინ პლატფორმაა საქართველოში, რომელიც  მომხმარებლებსა და მომწოდებლებს მთელი ქვეყნის მასშტაბით აკავშირებს.

დავით გელაშვილი, კომპანია IDS ბორჯომი თბილისის მარკეტინგის დირექტორი:

„მსოფლიო დადგა მნიშვნელოვანი გამოწვევის წინაშე და ჩვენც, როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანია, ბუნებრივია, ზედმიწევნით ვიცავთ ყველა არსებულ რეკომენდაციას. მოგეხსენებათ, ჩვენ ვაწარმოებთ პირველადი მოხმარების, ჯანმრთელობისთვის სასარგებლო და აუცილებელ პროდუქტს – წყალს და სწორედ ამიტომ, ჩვენი მიზანია მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი ჩვენს მომხმარებელს და მივცეთ მათ სახლიდან გაუსვლელად და საბაზრო ფასად წყლის შეძენის შესაძლებლობა. ამ ეტაპზე, ქვეყანაში არსებული შეზღუდვებიდან გამომდინარე, პროდუქციის მიწოდების პერიოდი ცოტა ხნით გახანგრძლივდა, თუმცა მათ მოხსნასთან ერთად დარეგულირდება. აქვე გეტყვით, რომ პირველ 1000 მომხმარებელს საჩუქრად ბაკურიანის მინერალური წყლის სპრეის (150მლ) გადავცემთ.

პროდუქციის მიწოდებას, ყველა რეკომენდაციის გათვალისწინებით, „Vendoo – ვენდუ“ უზრუნველყოფს. ონლაინ პლატფორმა „Vendoo- ვენდუზე“ შეგიძლიათ შეიძინოთ „ბორჯომი“, „ლიკანი“ და „ბაკურიანი“ შემდეგი შეფუთვით:

[checklist]

[/checklist]

შესაძენად დააკლიკეთ აქ