ახალი ამბები

გიგანტური აზიური კრაზანა აშშ-ში დააფიქსირეს

5 მაისი, 2020 • 4055
გიგანტური აზიური კრაზანა აშშ-ში დააფიქსირეს

გიგანტური “მკვლელი” აზიური კრაზანა აშშ-ის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში დააფიქსირეს.

მსოფლიოში ყველაზე დიდი კრაზანა ვაშინგტონის შტატში დააფიქსირეს, თუმცა მეცნიერები ფიქრობდნენ, რომ მისი პოპულაცია გაქრა. გიგანტური ნესტარის მქონე აზიური მწერი, რომლის ნაკბენი ზოგიერთი ადამიანისთვის შესაძლოა ფატალურიც იყოს, ახლა იწყებს ზამთრის ძილიდან გამოსვლას.

“ანიმაციურ ფილმებში ნანახ მონსტრებს გვანან უზარმაზარი ყვითელი-ნარჯისფერი სახეებით”,-ამბობს სუსან კობეი ვაშინგტონის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან. უნივერსიტეტში არ იციან, საიდან მოხვდნენ კრაზანები ჩრდილოეთ ამერიკაში.

როგორც წესი, აზიური კრაზანა აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ტყეებსა და მთებში ბინადრობს და ბზიკებითა და ფუტკრებით იკვებება.

აზიური კრაზანები, როგორც წესი, აპრილში ჩდებიან, განსაკუთრებით კი  გვიან ზაფხულსა და ადრე შემოდგომაზე აქტიურდებიან. ისინი თავს ესხმიან და ჭამენ ფუტკრებს. მათი ნესტარი დიდი და მტკივნეულია. ასევე, შეიცავს ნევროტოქსინს, რის გამოც რამდენჯერმე კბენის შემთხვევაში შესაძლოა ადამიანისთვის სასიკვდილო აღმოჩნდეს მაშინაც კი, თუ ის ალერგიული არაა.

მასალების გადაბეჭდვის წესი