ახალი ამბები

სამეგრელოს პოლიციამ გამგეობის ფანჯრების ჩამტვრევის ბრალდებით 1 პირი დააკავა

5 მაისი, 2020 •
სამეგრელოს პოლიციამ გამგეობის ფანჯრების ჩამტვრევის ბრალდებით 1 პირი დააკავა

სამეგრელოს პოლიციამ გამგეობის შენობის ფანჯრების ჩამტვრევის ბრალდებით ერთი ადამიანი დააკავა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანახმად, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ შუა ხორგში გამგეობის შენობის ფანჯრის მინები ჩაამსხვრია. უწყების ცნობით, ის დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება სსკ-ის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

დანაშაული 1-დან 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი