აჭარის ტვ-ის ჟურნალისტების მხარდასაჭერად მაუწყებელთა ნაწილი 1 წუთით ეთერს გათიშავს

დღეს, 3 მაისს, 19:00 საათზე რეგიონული და ეროვნული მაწყებლები აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტების მხარდასაჭერად ეთერს ერთი წუთით გათიშავენ.

როგორც ნეტგაზეთს კოალიცია “მედიის ადვოკატირებისთვის” წევრმა ნათია კუპრაშვილმა უთხრა, რომელიც ასევე რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსსაც წარმოადგენს, აქციაში 15 რეგიონული მაუწყებელი მიიღებს მონაწილებას. მისივე თქმით, აჭარის ჟურნალისტების მხარდამჭერ აქციას მისი ინფორმაციით ეროვნულ მაუწყებელთა ნაწილიც შეუერთდება. სოლიდარობის ნიშნად გათიშულ ეკრანზე იქნება წარწერა “სოლიდარობა აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტებს”. აქციის ორგანიზატორი “კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვისაა”.  ამ აქციის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად “მედიაჩექერმა” გაავრცელა.