ახალი ამბები

ეპიდემიოლოგებმა თავი შეიკავონ ეთნიკურ/რელიგიურ ნიადაგზე შეუწყნარებლობის მაპროვოცირებელი განცხადებებისგან – TDI

3 მაისი, 2020 •
ეპიდემიოლოგებმა თავი შეიკავონ ეთნიკურ/რელიგიურ ნიადაგზე შეუწყნარებლობის მაპროვოცირებელი განცხადებებისგან – TDI

ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI) მუსლიმი სასულიერო პირების დადანაშაულების ფაქტს ეხმაურება და სახელმწიფოს მოუწდებს უზრუნველყოს ეთნიკური უმცირესობების დროული ინფორმირება ეპიდემიოლოგიური ვითარების შესახებ. საუბარია ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ მუშევანში მომხდარ ფაქტზე, რა დროსაც მოსახლეობა პოლიციასა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადას დაუპირისპირდა.

გუშინ, 2 მაისს, TDI-ის განცხადების თანახმად, მარნეულში მყოფმა ამირან გამყრელიძემ მუშევანში მოხდარი ფაქტის შესახებ თქვა: “ჩვენ მოგვცეს ინფორმაცია, თითქოს იმათი მოლა და მუფთი თამაშობს ცუდ როლს.” ადგილობრივმა სასულერო პირებმა მომხდარ დაპირისპირებასთან რაიმე კავშირი უარყვეს. ამის შემდგომ გამყრელიძემ განმარტა, რომ ის გულისხმობდა საჭიროებას, რელიგიური ლიდერები მეტად დაეხმარონ ეთნიკურ უმცირესობებთან მუშაობის პროცესში.

“როგორც ცნობილია, 23 მარტიდან მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტები მკაცრ საკარანტინო ზონად გამოცხადდა და შეიზღუდა მუნიციპალიტეტებში შესვლა-გამოსვლა. კარანტინის გამოცხადებისთანავე, გამძაფრდა სიძულვილის ენა და ქსენოფობია ქვემო ქართლის ეთნიკურად აზერბაიჯანელი მოსახლეობის მიმართ.

რაც შეეხება მუსლიმ სასულიერო პირებს, ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ მათ ახალი კორონავირუსის გავრცელებისთანავე გამოიჩინეს მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა და მთელი საქართველოს მასშტაბით უარი თქვეს სამლოცველოებში შეკრებაზე, მოსახლეობას სახელმწიფოს მიერ გაცემული რეკომენდაციების დაცვისკენ მოუწოდებენ, ხოლო სოციალურად დაუცველ ადამიანებს დახმარებას სთავაზობენ,”-წერია TDI-ის განცხადებაში.

ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ მუსლიმები საქართველოში  სისტემურ დისკრიმინაციას განიცდიან განიცდიან და ამის ერთ-ერთ მაგალითად სრულიად საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი სასულიერო სამმართველოს ხელძღვანელი შეიხი მირტაგი ასადოვის სუს-ში დაბარება მოჰყავთ.

“მუსლიმები საქართველოში სისტემურ დისკრიმინაციას განიცდიან. სახელმწიფო უხეშად ერევა რელიგიური გაერთიანების ავტონომაში და უფლებების დაცვის ნაცვლად, უსაფრთხოების ჭრილში განიხილავს. რამდენიმე კვირის წინ სრულიად საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი სასულიერო სამმართველოს ხელძღვანელი შეიხი მირტაგი ასადოვი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დაიბარა და მის მიმართ გამოძიება საბოტაჟის ბრალდებით დაიწყო, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს სახელმწიფოს დამოკიდებულებას მუსლიმების მიმართ,”-ნათქვამია განცხადებაში.

აქედან გამომდინარე არასამთავრობო ორგანიზაცია სახელმწიფოსა და ეპიდემიოლოგებს რეკომენდაციით მიმართავს:

საქართველოს ხელისუფლებას

  • გაატაროს ინკლუზიაზე, თანასწორობასა და ინტეგრაციაზე დაფუძნებული პოლიტიკა;
  • შეწყვიტოს მუსლიმების მიმართ დისკრიმინაციული პოლიტიკა და უსაფრთხოების ნაცვლად, ის ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს დააფუძნოს;
  • უზრუნველყოს ეთნიკური უმცირესობების დროული და პროაქტიული ინფორმირება ეპიდემიოლოგიური ვითარებისა და უსაფრთხოების წესების შესახებ, განსაკუთრებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში.

ეპიდემიოლოგებს  

  • მნიშვნელოვანია, როგორც ხელისუფლების წარმომადგენლებმა, ასევე ეპიდემიოლოგებმა, თავი შეიკავონ დაუსაბუთებელი და ეთნიკურ/რელიგიურ ნიადაგზე შეუწყნარებლობის მაპროვოცირებელი განცხადებების გავრცელებისგან. მსგავსი რიტორიკა ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების სტიგმატიზაციას და საზოგადოებაში ქსენოფობიური განწყობების გაღვივებას უწყობს ხელს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი