გარდაიცვალა სუს-ის თანამშრომელი – მიმდინარეობს გამოძიება

რამდენიმე ტელეკომპანიის, მათ შორის, “რუსთავი2”-ისა და “მთავარი არხის” ცნობით, დღეს, 2 მაისს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელი უწყების შენობაში გარდაცვლილი იპოვეს.

სუს-ში გარდაცვალების მიზეზზე არ საუბრობენ და აცხადებენ, რომ მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს.

“ნეტგაზეთი” მომხდარზე დამატებითი დეტალების მოძიებას ცდილობს.