საქართველოში Covid-19-ით მერვე ადამიანი გარდაიცვალა. მონაცემები პლატფორმა stopcov.ge-ზე დღეს, 2 მაისს განახლდა.
2 მაისის დილის მდგომაროებით, საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რიცხვი 24 საათში 16-ით გაიზარდა და 582 გახდა.
მათ შორის, გამოჯანმრთელებულია 207 პაციენტი.
ამ დროისთვის კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5025 ადამიანი, 540 კი სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ რჩება.