რუსეთის მშენებლობის მინისტრი COVID-19-ის დიაგნოზით საავადმყოფოში მოათავსეს

რუსეთის მშენებლობის მინისტრ ვლადიმირ იაკუშევს კორონავირუსი დაუდგინდა, რის შემდეგაც საავადმყოფოში გადაიყვანეს.

როგორც რუსული სამთავრობო მედიასაშუალება “რია ნოვოსტი” იტყობინება, ინფიცირებულია იაკუშევის მოადგილეც.

გუშინ, 30 აპრილს, კორონავირუსი დაუდასტურდა რუსეთის პრემიერ-მინისტრ მიხაილ მიშუსტინსაც.

ბოლო მონაცემებით, რუსეთში კორონავირუსით ინფიცირების 114 ათასზე მეტი შემთხვევაა აღრიცხული, საიდანაც 1 100-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა.

რუსეთის პრემიერს კორონავირუსი დაუდგინდა