ანტიკრიზისულ გეგმაში ბიზნესის ინტერესები გათვალისწინებული არაა – გადასახადის გადამხდელთა კავშირი

“გადასახადის გადამხდელთა კავშირი” აცხადებს, რომ მთავრობის მიერ წარმოდგენილ ე.წ. ანტიკრიზისულ ეკონომიკურ გეგმაში ბიზნესის ინტერესი გათვალისწინებული არ ყოფილა.

ორგანიზაცია ხელისუფლებისგან მოითხოვს, დეტალურად განმარტოს საერთაშორისო ორგანიზაციებიდან მიღებული დახმარება, რაც მთავრობის განცხადებით, დაახლოებით 3 მილიარდ დოლარს შეადგენს (როგორც კერძო, ასევე, სახელმწიფოსთვის გამოყოფილი სესხი), რა პირობებით იქნება გაცემული. ამას გარდა, ისინი მთავრობას სთხოვენ წარადგინოს 2020 წლის კორექტირებული ბიუჯეტი, სადაც განმარტებული იქნება, თუ როგორ მცირდება მიმდინარე ხარჯები.

“გადასახადის გადამხდელთა კავშირი” სახელმწიფოსგან საპენსიო შენატანების 6 თვით შეჩერებას ითხოვს, რადგან მათი აზრით, “ეს დაუზოგავს ფულს როგორც დამსაქმებელს, ასევე, დასაქმებულსა და თავად სახელმწიფოსაც თანაბარპროპორციულად”. ორგანიზაცია ფინანსთა სამინისტროსგან ე.წ. ოქროს სიის აღდგენასაც მოითხოვს, რაც იმპორტზე გადასახადის გადახდას 5-ის ნაცვლად 30 დღეში გულისხმობს.

“ჩვენი წევრი კომპანიების სახელით, ვითხოვთ საჯარო მკაფიო განმარტებებს ქვემოთ ჩამოთვლილ საკითხებთან დაკავშირებით და იმ აუცილებელი მოთხოვნების გათვალისწინებას, რომელიც უკვე არაერთხელ გავაჟღერეთ და დარწმუნებულები ვართ, რომ ბიზნესის გადარჩენისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია:

“გადასახადის გადამხდელთა კავშირის” აღმასრულებელი საბჭოს წევრები არიან ალექსანდრე რატიშვილი, ავთანდილ წერეთელი, ბადრი ჯაფარიძე, გიგლა მიქაუტაძე, გიორგი ჯახუტაშვილი, დავით დუმბაძე, ვახტანგ გოგალაძე, თემურ ჭყონია, თამაზ კაპანაძე, ირაკლი ჭყონია, მამუკა ხაზარაძე, მიხეილ ახვლედიანი, ნოდარ ადეიშვილი.