ვმუშაობთ, რომ საქართველო იყოს ერთ-ერთი პირველი, რომელიც ტურისტებისთვის გაიხსნება – მინისტრი

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხდებით, სამინისტრო მუშაობს იმისთვის, რომ საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იყოს, რომელიც უცხოელ ტურისტებს მიიღებს.

ეს მინიტრმა განაცხადა ტურიზმის სექტორის წარმოამდგენლებთან შეხვედრის შემდეგ. მინისტრის თქმითვე, მთავრობა ინდუსტრიის სტიმულირების გეგმაზეც მუშაობს, რომელიც უკვე წარდგენილი ე.წ. ანტიკრიზისული გეგმისგან დამოუკიდებლად განხორციელდება.

„აქტიურად ვმუშაობთ მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციასთან ერთად იმისთვის, რომ ძალიან  მკაცრი გაიდლაინების დანერგვის პირობებში, საქართველოს ტურისტული ბაზარი იყოს უსაფრთხო და ერთ-ერთი პირველი, რომელიც უცხოელი ტურისტებისთვის გაიხსნება. რა თქმა უნდა, ეს შესაძლებელია მხოლოდ მკაცრი კონტროლის პირობებში. ტურისტულ ინდუსტრიას დღეს სჭირდება გარკვეული დრო, სანამ არ გახდება ისეთივე მომგებიანი და მიმზიდველი, როგორიც კრიზისამდე იყო. ამავდროულად, ჩვენ საკმაოდ ოპტიმისტურად ვართ განწყობილი იმ თვალსაზრისით, რომ საქართველო იქნება ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც დაამარცხებს ეპიდემიას და გახსნის საზღვრებს”,-ამბობს თურნავა.

საქართველოს მთავრობამ 13 მარტს წარმოადგინა პირველადი გეგმა კორონავირუსის კრიზისის დასაძლევად, რომელიც რამდენიმე ნაბიჯს ითვალისწინებს, მათ შორის, ტურიზმის სფეროს და მომიჯნავე ბიზნესების სესხების რესტრუქტურიზაციას. გეგმის თანახმად: