ცოლზე ძალადობის ბრალდებით ბათუმში კაცი დააკავეს

ცოლზე ფიზიკური და სიტყვიერი ძალადობისა და შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულებლობის გამო, ბათუმში თურქეთის მოქალაქე კაცი დააკავეს. 

უწყება ამბობს, რომ ბრალდებულმა არ შეასრულა იმ შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული ვალდებულებები, რომელიც სამართალდამცველებმა მის მიერ ცოლის მიმართ განხორციელებული ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტზე გამოსცეს. აგრეთვე, ბრალდებულმა მეუღლეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი ძალადობისა და შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობის ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით და 11 პრიმა 381-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს.

დანაშაული სასჯელის სახით  2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.